აგრესია ერაუნდ აზ

ეს ორი დღეა დედაჩემი ბრუტალური მეთოდებით მაღვიძებს, შედეგი კი ისაა, რომ სიზმრებს ვერ ვიხსენებ. და შესაბამისად, ვერც ვწერ. მაგრამ არაუშავს. სათქმელისა და სალაქლაქოს მეტი რა მაქვს :)

ამასწინათ მე და ლაშა მარშუტკას ველოდებოდით. ლაშას ჩახუტებული ვყავდი, ციოდა. პრინციპში, სიცივე რომ არ ყოფილიყო, მაინც ჩახუტებულები ვიქნებოდით. უცებ დაგვატყდა თავს მეხად ვიღაც ქალი :D ორ ბავშვთან ერთად მოდიოდა, დაგვინახა თუ არა, ბავშვებს უთხრა, ჩქარა გაიარეთო, და მოგვაძახა: “სხვა ადგილს ვერ ნახავთ? რა უბედურებაა”..  იმ წუთას ისე გავბრაზდი, თავი რომ არ შემეკავებინა, შემომელანძღებოდა. მაგრამ ჩემს უამრავ დადებით თვისებას შორის ხანდახან საკუთარი თავის ხელში აყვანაც არის ხოლმე როცა საჭიროა :D ჰოდა თავი შევიკავე.

მერე დიდხანს ვფიქრობდი მაგ შემთხვევაზე. მასეთი ხალხი ხომ ძალიან ბევრია, ქუჩაში ჩახუტებული წყვილის დანახვაზე რომ ტუჩს იბზუებს (უკეთეს შემთხვევაში) და ილანძღება (უარესში).

ბავშვებს რაც შეეხება… რატომაა ცუდი ბავშვმა დაინახოს მოსიყვარულე წყვილი, რომელიც ერთმანეთს ეფერება, ზრუნავს და არ რცხვენია ამ გრძნობების გამოაშკარავება.
და რატომაა კარგი იგივე ბავშვმა უყუროს ქუჩაში რაზბორკებს, დედისგინებას, ავარიებს. დარწმუნებული ვარ, ხალხის ეს კატეგორა, რომელიც ბავშვებს: “Xჩქარა გაიარეთ და ნუ შეხედავთ”-ს ამბობს ჩახუტებულ წყვილზე, ქუჩაში პირველივე აურზაურის დროს იქ ჩნდება და ინტერესით უყურებს სკანდალებს.

მოკლედ, ძალიან უცნაურია, რატომ უსწორდება ხალხს აგრესიის ყურება და რატომ აღიზიანებს ის, რისი დანახვაც, ლოგიკურად, უნდა სიამოვნებდეს?

და რატომ უკვირთ, აგრესიული და “ცუდი” თაობა მოდისო, როცა ჩვენ თვითონ ვზრდით მათ ასეთებად?

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

5 Responses to აგრესია ერაუნდ აზ

  1. Spieler ამბობს:

    ეგრე ქნა ერთმა ქალმა… მე და მარი ვიყავით საპატრიარქოს წინ რომ პარკია მანდ, პროსტა ვისხედით… და ხელი მქონდა გადახვეული… მეტი არაფერი… ხოდა გაიარა და ”ტფუი”-ო მოგვაძახა… ძაააან მოხუციო (ასე ლეტ 70 შჩემტა)და დავიკიდეთ… :)

  2. mroveli ამბობს:

    ვახ რას ვერ ხვდებით
    იმათაც უნდა რომ ვინმე ჩაეხუტოს და რომ არ ეხუტებიან წყინთ :D

  3. prince_bart ამბობს:

    ზუსტად ეგრე ხდება. მე და ჩემს მეორე ნახევარს კი ვიღაც ძია კაცმა მოგვაწყევლა ერთხელ, თქვენ არ გაიხარეთო, არადა, უბრალოდ ხელჩაკიდებულები მივდიოდით… :(

  4. iron butterfly ამბობს:

    ხოოო, ვერ ვიტან ესეთ კომპლექსიან ხალხს :(
    დაე ერთ პოზაში ამოხდეთ სული!(თანამედროვე წყევლა):)

  5. pikolina ამბობს:

    რატო არიან ეგეთები და ერთი პოზით რო გააკეთებინა ქმარმა ის ბივშვები
    ნუ მაგათაც რა ქნან … მაგათაც უნდათ ჩახუტება, მარა ქმარმა ზედმეტების თავიდან ასაცილებლად თავში ჩაურჭო, მოფერება, კოცნა და ეგეთები უსირცხვილობააო :D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s