დუელი

ბგერები
მეხება სხეულზე,
სიგარეტის
ღერები
მადნება
ხელებში,
დუელში გიწვევ,
მაგრამ
ვერ გესვრი,
მაწვება
ცრემლები,
და ასე
გარბიან დღეები,
გიმიზნებ –
ვერ გესვრი,
მიმიზნებ –
დამჭრი და
ვიცლები
სისხლისგან,
მორბიხარ,
მშველი,
ნაზად მეხება
და მეფერება
შიშველი ხელი,
აწი რა მომკლავს…

და მერე ისევ
მეხება ბგერები
სხეულზე,
უფრო გამალებით
დნება სიგარეტი,
ვხედავ შენს სახელს
მწვანე რვეულზე,
მაწვება ცრემლები,
და ისევ დუელი,
ისევ გემუქრები,
რომ ამჯერად
შენ შეწყალებას
ჩემგან ნუ ელი,
ისევ მენანები,
ჩემს თავს ვემალები,
ისევ აგაცილებ…
შენ ისევ დამჭრი,
მერე ისევ
სახლამდე გამაცილებ,
ისევ მიშველი
და ისევ ვიგრძნობ
როგორ მეხება
ხელი შიშველი.
აწი
რა
მომკლავს…

This entry was posted in კისპრომტები. Bookmark the permalink.

3 Responses to დუელი

  1. Internet_Contraband says:

    მმმ… დინამიურია…
    იამ…

  2. pikolina says:

    ქუუუუუუუუუუულ
    მართლა, წაკითხვა გამისწორდა :)

  3. ვაიმე, დეპრესია მაქვს, მგონი…
    შენს ძველ პოსტებს ვკითხულობ :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s