27 Club

ბავშვობიდან ვთვლიდი, რომ 27 წელი იყო გარდამტეხი ასაკი.

flat,550x550,075,fხომ არსებობს 27 Club – ანუ ის ცნობილი ადამიანები, ვინც გარდაიცვალნენ 27 წლის ასაკში. თუმცა მე სხვა რამის გამო ვთვლიდი 27–ს საკრალურად.

არსებობდა თბილისში ასეთი კოსმეტოლოგი, ლამარა ცუცქირიძე. ალბათ უფროს თაობას უფრო ემახსოვრება. ლამარა ძალიან კოლორიტული ტიპი იყო (გარდაიცვალა უკვე), თვლიდა, რომ მთავარი ქალში არის კანი, ამზადებდა კრემებს და სახის წმენდის დროს გასწავლიდა, როგორ უნდა იყო ჭეშმარიტი ქალი.

ლამარა დედაჩემისგან და დეიდაჩემისგან მერგო მემკვიდრეობით, ანუ ბავშვობიდან მეც მისი კაბინეტის სტუმარი ვიყავი ხოლმე: ჯერ მხოლოდ სტუმარი და შემდეგ უკვე გარდატეხის ასაკში – კლიენტიც.

და ზუსტად იმ პერიოდიდან არის ჩემთვის 27 – გარდამტეხი.

27 წლამდე ასაკის ქალებს ლამარა მკვებავს უნიშნავდა ჩვეულებრივად. 27–იდან კი სცენაზე შემოდიოდა თვალის კრემი – მხოლოდ მკვებავი აღარ იყო საკმარისი, თვალის გარშემო უკვე სპეციალური კრემი იყო საჭირო.

მოკლედ, მე არც ისე კარგად ვმღერი ან ვუკრავ, რომ 27 წლის ასაკში ჩემს სიცოცხლეს რამე ემუქრებოდეს, მაგრამ თვალის კრემი კი უკვე მჭირდება.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to 27 Club

  1. შოშანა ამბობს:

    გილოცავ, დოდ :*
    და ხშირად წერე რა :*

  2. Lord Vader ამბობს:

    ველქამ ბექ :)

  3. Dodka ამბობს:

    როგორ გაუუმჯობესებიათ ეს ვორდპრესი, გადავირიე :დ რამდენი კარგი ვეში დაუმატებიათ :)))

  4. CheshireCat ამბობს:

    გილოცავ, დოდ :)))

    24-ს ვარ, მაგრამ მეც დავიწყე უკვე თვალის გარშემო კრემის გამოყენება -_-

  5. dreamar ამბობს:

    გილოცავ <3

  6. 13 ამბობს:

    ჩემი ლამარა :( სუპერი და მკვებავი. მე მალჩიკ კრასავჩიკს მეძახდა და გოგონები რიგს მითმობდნენ ხოლმე :)

  7. niksologi ამბობს:

    გადასვნლა იყო მაგარი: მორისონი, კურტ კობეინი, ემი ვაინჰაუსი და ლამარა ცუცქირიძე :D :D :D

  8. Di@ ამბობს:

    ინბოქსში შენი პოსტი რომ დამხვდა, გულის ფანცქალი დამემართა! გილოცავ, დოდ :*

  9. Lord Vader ამბობს:

    27-ის შიშით აარონ შვარცს 26 წლისას მოუკლავს თავი :/

  10. LiLaC ამბობს:

    Come Back, Dodka..

  11. ent ამბობს:

    დოდკ ვორდპრესის გაუმჯობესება შენ მაშინ ნახე როცა შენ კი არა შენი ბლოგი გახდება 27 წლის :დ :დ

  12. Kate ამბობს:

    ვაიმე დედაჩემიც ლამარასთან დადის. და ჩემი ოჯახი ლამარას გაკეთებულ კრემს ვხმარობთ.

    მოიცა კაცო, ლამარა როდის გარდაიცვალა??? ახალი ამბავია ალბათ…

    • Kate ამბობს:

      გოგო, დღეს დავურეკეთ და ლამარა ცოცხალია. მოსაკლავი ხარ :D

      • Lord Vader ამბობს:

        დოდკაც აღარ ეგონა ხალხს ცოცხალი, მარა – ეგე :)
        ალბათ ლამარაც ეგრე აღსდგა მკვდრეთით.

      • Thea ამბობს:

        @Kate გამარჯობათ. ეს პოსტი და კომენტარები ეხლა ვნახე. დიდი ხანია ვეძებ ამ კოსმეტოლოგს, ლამარას. მაგრამ არ ვიცი როგორ მივაგნო. იქნება მისი ტელეფონი ან მისამართი გქონდეთ? ძალიან დამავალებთ თუ გამიზიარებ. წინასწარ დიდი მადლობა. თეა

      • Tamo ამბობს:

        მოგესალმებით, ვინმეს შემთხვევით ელზას ნომერი ხომ არ გიწერიათ , დავკარგე ტელეფონი და ყველა ნომერიც მივაყოლე…ძალიან მჭირდება, მადლობა წინასწარ!

დატოვე კომენტარი